ჩვენს შესახებ
„ჯანმრთელობის სახლი“ დღეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა, როგორც ერთ-ერთ პირველი კერძო სამშობიარო. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მედიცინის დოქტორი, პროფესორი ამირან ქორიძე.
2015 წლიდან გაიხსნა ჯანმრთელობის სახლს ახალი დამოუკიდებელი კორპუსი.
ჩვენი სამედიცინო პერსონალის უმაღლესი პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მკურნალობაში საშუალებას იძლევა პაციენტს გაეწიოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მკურნალობა.
კლინიკის მისია
ჩვენი კლინიკის ძირითადი მისია პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა - უზრუნველვყოთ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.
აქედან გამომდინარე, კლინიკის მისია იმთავითვე იყო და არის: სამედიცინო სფეროში არსებული ცოდნის და გამოცდილების კონცენტრირება და გამოყენება; სიახლის შექმნა, მოძიება და დანერგვა; წარსულის გამოცდილების დაყდნობით მომავალში უკეთესი სერვისის მიწოდება.
სამედიცინო დარგის განვითარების მიზნით კლინიკის მენეჯმენტი აანალიზებს თანამედროვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლს, რის მიხედვითაც ტრადიციული სამედიცინო მომსახურების კვალდაკვალ ვითარდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისები, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
კლინიკის სტრატეგია
განავითაროს და უზრუნვეყოს, ტრადიციული სამედიცინო მომსახურების მიწოდების პარალელურად უზრუნველყოს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიაზე დამყარებული სერვისების განვითარება.
- სამედიცინო კადრის აკადემიური ცოდნა და გამოცდილება;
- საკადრო ცვლილებებისას მცოდნე, ენერგიულ, ინიციატივიან და მუდმივად განვითარების მოსურნე პირებზე ორიენტირება;
- თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება;
- ტექნიკური არსენალის გაფართოებისას მხოლოდ უახლესის, თანამედროვე სტანდარტების და საუკეთესოს შეძენა;
- სამედიცინო სერვისების მიწოდებისას უსაფრთხოების ყველა სახეობის გათვალისწინება და სტანდარტულ მოთხოვნათა დაცვა;
- ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების გამოყენება და დაცვა;
- პერსონალის მუდმივი ტრენინგი და სწავლება;
- ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი ჯანდაცვის მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა;
- კლინიკის შიდა ოპერაციული პროცედურების სისტემის გამოყენება და მისი მუდმივი განახლება;
- პაციენტზე, ადამიანზე, როგორც უმთავრეს ღირებულებაზე,ზრუნვა და ამ მიზნისთვის პროფესიული, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და ზნეობრივ-ეთიკური ყველა რესურსის გამოყენება.
ორგანიზაციის მიზნები
საკუთარი სერვისების უკეთ მოარგება მომხმარებელთა საჭიროებებს და მოთხოვნებს.
კლინიკის განვითარების სტრატეგია და დაგეგმილი ღონისძიებები ეფუძნება სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებს და მისი განვითარების პერსპექტივებს.
სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად გაზრდას;
პაციენტზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას;
კლინიკური პროცესების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფას;
სამედიცინო სერვისების მიწოდებისას კომფორტის მაქსიმალურ უზრუნველყოფას და პაციენტთა ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას;