პროფილაქტიკური გასინჯვა/კონსულტირება და ინფორმირბა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. უნაყოფობის და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში - ანტენატალური მეთვალყურეობა დიაგნოსტიკა და მართვა - პრევენცია, მკურნალობა, რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი პათოლოგიების დროს:
რაოდენობის (ჰიპერმენორეა) მენსტრუავიული სისხლდანაკარგი.მტკივნეული მენსტრუაცია.
ჰიპოესტროგენული მდგომარეობები; საშვილოსნოს ფიბროიდები; საკვერცხების სხვადასხვა გენეზის ცისტა; გენიტალური ენდომეტრიოზი; პრემენსტრუაციული სინდრომი; სექსუალური დარღვევები; პრე-პერიმენოპაუზის მართვა; ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა! ჩვენს კლინიკაში ტარდება: საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა. დიაგნოსტირების მიზნით ვიყენებთ შემდეგ მანიპულაციებს: კოლპოსკოპიას, საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დამიზნებითი ბიოფსიას, საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსიას, ჰისტეროსკოპიას ენდომეტრიუმის შესაფასებლად. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება: ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა. აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიული პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე კომფორტულიც, ამავდროულად შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით.