ნეიროსონოგრაფია

 

რა არის ნეიროსონოგრაფია?
ნეიროსონოგრაფია - ეს არის თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა, რისთვისაც გამოიყენება ნებისმიერი თანამედროვე ულტრაბგერითი (ექოსკოპიის) აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას არამარტო თავის ტვინის სტრუქტურების დანახვის და აღწერის, არამედ ტვინში არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის შეფასებისა ფერადი დოპლეროგრაფიული და ენერგეტიკული რეჟიმებით.

რატომ არის საჭირო ბავშვის თავის ტვინის კვლევა? 
ჩვენებას ნეიროსონოგრაფიის ჩასატარებლად წარმოადგენს :
ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვი ( 32 კვირა გესტაციით და ნაყოფის წონა 1500გ-მდე);
თავის ტვინის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური სიმპტომატიკა;
სამშობიარო ტრავმა ან პოსტნატალური პერიოდის ტრავმა;
თანდაყოლილი პათოლოგიები (დიზემბრიოგენეზის სტიგმები);
ჰიპოქსიურ-იშემიური დაზიანება;
თავის ტვინის ანთებითი პროცესები და სხვა.

როგორ ხდება ტვინის გამოკვლევა?
ბავშვის თავის ტვინში ჩასახედ ფანჯარას - ე.წ. აკუსტიკურ ფანჯარას ძირითადად წარმოადგენს თავის დიდი ყიფლიბანდი, (თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვა პატარა ყიფლიბანდების გამოყენებაც). ამიტომ კვლევა ტარდება ღია ყიფლიბანდის შემთხვევაში.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი კვლევისთვის?
ნეიროსონოსკოპიური კვლევა წინასწარ რაიმე მომზადებას არ საჭიროებს. სასურველია ბავშვი იყოს მშვიდ მდგომარეობაში, (შიმშილი და სისველე არ უქმნიდეს დისკომფორტს).

არის თუ არა ნეიროსონოგრაფია საფრთხის შემცველი?
ნეიროსონოგრაფია ულტრაბგერითი კვლევაა, რომლის ხანგრძლივობა 5-7 წუთს არ აღემატება და არ უქმნის საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას.

სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს ექიმი რადიოლოგი - ქეთევან მარსაგიშვილი - http://healthhouse.ge/doctor/ka/2/50

ტელ: ( 995 32 ) 2 77 19 06; 2 77 19 07
მის: წინანსლის 9/20