თრომბოფილია - შეამცირეთ რისკი წინასწარი დიაგნოსტიკით
როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე:
თუ გიშუპდებათ ქვედა კიდურები, გაქვთ სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი, გამოხატული გაქვთ ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები.
მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე) ახლო ნათესავებში უეცარი სიკვდილი.
პრეეკლამფასია ორსულობის დროს, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის განვითარბის შეფერხება, HELLP სინდრომი.
ანამნეზში მკვდრადშობადობა, სპონტანური აბორტები. მართალია პროტოკოლის მიხედვით ორი ან მეტი თვითნებითი აბორტის შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე, მაგრამ ურიგო არ იქნება თუნდაც ერთი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგაც გამოვიკვლიოთ პაციენტი ამ მიმართულებით და მოვამზადოთ შემდეგი ორსულობის დაგეგმვამდე.
რა არის თრომბოზის რისკ ფაქტორები?
„ჯანმრთელობის სახლის“ პჯრ ლაბორატორია გთავაზობთ, გენეტიკური თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკურ დიაგნოსტიკა
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი