ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობა

ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობა ლაპარასკოპიული მეთოდით

 „ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური“ დაგეხმარებათ:

  •  შემუშავდეს თქვენი მკურნალობისთვის საჭირო გეგმა, ზუსტად შეირჩეს ოპერაციის ის ტიპი, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ ჭარბი წონა და მისგან გამოწვეული დაავადებები.
  •  დაისახოს რეალისტური და მიღწევადი მიზნები წონის დასაკლებად;
  •  შეგასწავლოთ ის ჩვევები, რომლებიც აუცილებელია სამკურნალო ეფექტის და შორეული შედეგების მისაღწ ევად.
  •  ჯანმრთელობის სახლის ექიმები IFSO–ს (ჭარბი წონის ქირურგიის და მეტაბოლური დარღვევების საერთაშორისო ასოციაცია) წევრები არიან.


ჭარბი წონა, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორია – შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან დაწყებული, დეპრესიით დამთავრებული.

ქირურგი - ვახტანგ ედიშერაშვილი
ქირურგი - გიორგი კოსმანი