სამშობიარო „ჯანმრთელობის სახლის“ გინეკოლოგიური დეპარტამენტი გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ. კლინიკაში ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და კვალიფიციური მკურნალობა ქირურგიული და კონსერვატიული მეთოდებით.
სამშობიაროში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორც ლაპარატომიული (ტრადიციული) , ისე ლაპარასკოპიული მეთოდით. საშოსა და მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე
თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია ლაბორატორიული კვლევების გარეშე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ დაახლოებით 70%-მდე ინფორმაციას გვაწვდის. ლაბორატორიული ანალიზის ხარისხი ზუსტი დიაგნოზის დასმის და დროულად მკურნალობის დაწყების წინაპირობაა.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ზუსტი ლაბორატორიული კვლევები. ყველა ანალიზი ტარდება ავტომატურ ანალიზატორებზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
ანალიზების პასუხები შესაძლებელია მიიღოთ ელექტრონული ფოსტით, აიღოთ რეგისტრატურაში ან თქვენს მკურნალ ექიმთან.
კლინიკა ჯანმრთელობის სახლში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ:
✔️ პროფილაქტიკური გასინჯვა/კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
✔️ უნაყოფობის და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში - ალტერნატიული მეთვალყურეობა, დიაგნოსტიკა და მართვა.
პრევენცია, მკურნალობა, რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი პათოლოგიების დროს:
უნაყოფობის ყველა ფორმა - ენდოკრინული, ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში - პარტნიორის სიტუაციური მართვა;
რეპროდუქციული დანაკარგები - ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა;
სქესობრივი განვითარების დარღვევები, ქრომოსომული ანომალიები და მათთან ასოცირებული რეპროდუქციული პრობლემები;
შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
მენსტრუაციული ციკლის ყველა სახის დარღვევა;
სისხლდენა საშვილოსნოდან;
ჰიპერანდროგენული მდგომარეობები:
გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები - ჰიპოთალამური სინდრომი, მეტაბოლური დარღვევებით, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი და სხვ.
ჰიპოესტროგენული მდგომარეობები;
საშვილოსნოს ფიბროიდები;
საკვერცხების სხვადასხვა გენეზის ცისტა;
გენიტალური ენდომეტრიოზი;
პრემენსტრუაციული სინდრომი;
სექსუალური დარღვევები;
პრე-პერიმენოპაუზის მართვა:
ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული
ოსტეოპოროზის მკურნალობა.
საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა.
დიაგნოსტირების მიზნით ვიყენებთ შემდეგ მანიპულაციებს:
კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება:
➡️ ელექტროკოაგულაცია;
➡️ კრიოდესტრუქცია;
➡️ საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა;
➡️ პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება, ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით;
ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე კომფორტულიც (შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით).
თერაპიის სამსახური პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს სტაციონარულ მომსახურებას- ნეონატალური მიმართულებას და ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულებას.
"ჯანმრთელობის სახლის" ენდოკრინოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ მომსახურებას სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური პათოლოგიით.
კლინიკა აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითა და ანალიზატორებით, რაც გვაძლევს საშუალებას პაციენტმა ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩაიტაროს.
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა და მონიტორინგი;
• შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა და მონიტორინგი;
• სიმსუქნისა და ჭარბი კვების სხვა სახეების მკურნალობა და მონიტორინგი;
• მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა და მონიტორინგი;
იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებათა სისტემას, ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის დროული ჩატარება.
კლინიკაში ვაქცინაცია ხდება მაღალი ხარისხის ეფექტური, უსაფრთხო ვაქცინებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული თარიღი და დრო შესაძლებელია იყოს დაკავებული, რაზეც ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას