„ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა. კლინიკა პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
ლაბორატორიული კვლევებით და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკით (კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია, ექოსკოპია, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) შემჭიდროვებულ ვადებში ხდება პაციენტის ზუსტი დიაგნოსტირება. დიაგნოზის დასმის შემდეგ ხორციელდება პაციენტის როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება მცირეინვაზიური (ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია) და ტრადიციული (ღია წესით და ვაგინალური) მიდგომით.
„ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება ყველა ძირითადი ინსტრუმენტული კვლევა. კლინიკის კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რომელიც საშუალებას იძლევა:
სწრაფად ჩატარდეს ზუსტი დიაგნოზის დასმისთვის საჭირო კვლევები;
გამოვლინდეს დარღვევები და პათოლოგიები;
განხორციელდეს მკურნალობის მონიტორინგი;
თავიდან ავიცილოთ დაავადებების შემდგომი განვითარება.
ჩვენს კლინიკაში პაციენტს უტარდება შემდეგი ინსტრუმენტული კვლევები:
კომპიუტერული ტომოგრაფია
რენტგენოგრაფია
ულტრაბგერითი კვლევა
ენდოკოპიური კვლევები
ფუნქციონალური დიაგნოსტიკა
"კომპიუტერული ტომოგრაფიის"
ეფუძნება ორგანოების შრეობრივი რენტგენის გამოსახულების მიღებას კომპიუტერის მეშვეობით. რენტგენის სხივი მოძრაობს პაციენტის სხეულის სიგრძივი ღერძის გასწვრივ, რაც განივი „ჭრილების“ მიღების საშუალებას იძლევა. კომპიუტერული ტომოგრაფიის არსს წარმოადგენს გამოსაკვლევი ობიექტის შინაგანი აგებულების მათემატიკური მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება მისი სხვადასხვა სიბრტყის გამოსახულებებიდან მიღებული ინფორმაცია. კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ამბოლატორიულ სამსახურში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია BrightSpeed* Elite კომპიუტერული ტომოგრაფით.
დიაგნოსტიკური კვლევები:
თავის ტვინის მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
თავის ტვინის მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
თავის ტვინის პარანაზალური წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია
სახის კომპიუტერული ტომოგრაფია
ორბიტების კომპიუტერული ტომოგრაფია
წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია
კისრის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით
მენჯის და ბარძაყის კომპიუტერული ტომოგრაფია; წელის მალების დამატებითი კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
გულმკერდის ღრუს კ.ტ. ანგიოგრაფია
მუცლის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
მუცლის ღრუს კ.ტ. ანგიოგრაფია
რენტგენოგრაფია
"ჯანმრთელობის სახლში" ფუნქციონირებს უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატი – Winscope Plessart, Toshiba (Japan): ▫ მაღალი ფუნქციური შესაძლებლობები; ▫ საუკეთესო ვიზუალიზაცია; ▫ გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა; ▫ პაციენტის სწრაფი და მოსახერხებელი პოზიცირება; ▫დიდი მოცულობის მონაცემების ეფექტური კონტროლი.
ტერფის და ფეხის თითების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
ტერფის და ფეხის თითების ორმხრივი (ბილატერალური) რენტგენოლოგიური გამოკვლევა
რენტგენოლოგიური ფისტულოგრაფია
ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა
ენდოსკოპია შინაგანი ორგანოების კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება ოპტიკური და განათების სისტემები - ენდოსკოპები.
ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნებით ქირურგიაში, გასტროენტეროლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში და მედიცინის სხვა დარგებში.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება შემდეგი ტიპის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური კვლევები:
ფიბროგასტროსკოპია
კოლონოსკოპია
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ენდოსკოპიური კვლევები (დიაგნოსტიკური, ოპერაციული) ტარდება პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობებით - მედიკამენტოზური დაძინებით სპეციალური პრეპარატების გამოყენებით. თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც შექმნილია ძილის პირობებში დიაგნოსტიკისთვის, არ განეკუთვნებიან ნარკოტიკულ ანალგეტიკებს. ენდოსკოპიური პროცედურა ძილში ექიმ-ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის კონტროლით ტარდება.
პაციენტს პროცედურის დროს სძინავს, არ განიცდის არანაირ უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო პროცედურის შემდეგ გაღვიძებული არ გრძნობს დისკომფორტს.
თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია ლაბორატორიული კვლევების გარეშე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ დაახლოებით 70%-მდე ინფორმაციას გვაწვდის. ლაბორატორიული ანალიზის ხარისხი ზუსტი დიაგნოზის დასმის და დროულად მკურნალობის დაწყების წინაპირობაა.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ზუსტი ლაბორატორიული კვლევები. ყველა ანალიზი ტარდება ავტომატურ ანალიზატორებზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
ანალიზების პასუხები შესაძლებელია მიიღოთ ელექტრონული ფოსტით, აიღოთ რეგისტრატურაში ან თქვენს მკურნალ ექიმთან.
ენდოსკოპიური ქირურგია წარმოადგენს დაავადებების ოპერაციული მკურნალობის მეთოდს, როდესაც რადიკალური ჩარევები ხორციელდება საფარველის ფართე გაჭრის გარეშე, კანში წერტილოვანი განაკვეთების ან ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხვრელების გზით.
ენდოქირურგიის უპირატესობა ტრადიციულ ქირურგიასთან შესაძლებელია ფორმულირებული იყოს შემდეგნაირად:
– ოპერაციის ტრავმატულობის შემცირება;
– დაზიანებული ქსოვილების მოცულობა, სისხლის დანაკარგი და ტკივილები ოპერციის შემდგომ არსებითად მცირეა;
ჭარბი წონა - ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორია: – შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან დაწყებული, დეპრესიითა და კიბოთი დამთავრებული.
ჯანმრთელობის სახლის „ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური“დაგეხმარებათ:
შემუშავდეს თქვენი მკურნალობისთვის საჭირო გეგმა,
ზუსტად შეირჩეს ოპერაციის ის ტიპი, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ ჭარბი წონა და მისგან გამოწვეული დაავადებები) დაისახოს რეალისტური და მიღწევადი მიზნები წონის დასაკლებად;
შეგასწავლოთ ის ჩვევები, რომლებიც აუცილებელია სამკურნალო ეფექტის და შორეული შედეგების მისაღწევად. თქვენს
ჯანმრთელობაზე ზრუნავს ექიმთა გუნდი, რომლის ექიმები IFSO–ს (ჭარბიწონის ქირურგიის და მეტაბოლური დარღვევების საერთაშორისო ასოციაცია) წევრები არიან. ყველა პაციენტი გადის სისტემატურ პოსტოპერაციულ კონტროლს, ოპერაციიდან 1 თვეში, 3 თვესა და 1 წელიწადში. შემდეგკი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ბარიატრიული (ჭარბი წონის) და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური აკეთებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
კუჭის ლაპარასკოპიული ბანდაჟირება (რესტრიქციული)
ლაპარასკოპიული გრძივი ანუ სლივ (Sleev) გასტრექტომია (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით)
მინიგასტროშუნტირება (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით)
გასტროშუნტირება მოკლე მუხლზე (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით)
SADI-S - შუნტირება თორმეტგოჯას და თეძოს ნაწლავს შორის ერთი ანასტომოზით + სლივგასტრექტომია
ჭარბი წონისგან გათავისუფლება და მიღებული შედეგის შენარჩუნება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
2015 წლიდან კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ქირურგიულ დეპარტამენტში ფუნქციონირებს „ბარიატრიული (ჭარბიწონის) და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური“.
კლინიკის ექიმების გუნდს გააჩნია სპეციალური ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ჩაატაროს ბარიატრული ქირურგიის თანამედროვე არსენალის 7 ძირითადი (40-მდემოდიფიკაციით) ქირურგიული ჩარევა. აგრეთვე ჩაუტაროს ენდოსკოპიური პროცედურები და განმეორებითი ქირურგიული ოპერაციები იმპაციენტებს, რომელთაც ხელახლა ესაჭიროებათ ჭარბიწონის კლების ოპერაცია (რებარიატრია).
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“, 2017 წლის 31 იანვარს, საქართველოში პირველად ჩატარდა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაცია SADI-S. კლინიკი სბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგები ეხმარებიან მათ, ვისაცა წუხებს ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტიტიპი ტიპი II. ქირურგიული ჩარევის შედეგად, პაციენტი აკონტროლებს თავის წონას და იღებს დიაბეტი ტიპი II-ის სტაბილური რემისიას.
მამოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები.
მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება.
მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს.
ვენების დაავადების მიზეზები არის: ადამიანების ფეხზე მდგარი ცხოვრების წესი; მუცლის ღრუში წნევის მომატება; სიმძიმეების აწევა; ხველა, ცემინება; ქრონიკული შეკრულობა; ასაკი, ჭარბი წონა, თამბაქო; ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.
სიმპტომები ვენების დაავადების პირველი ნიშანი არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, წვის, სიმძიმის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. წარმოიქმნება ვიზუალურად სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, ფართოვდება კანქვეშა ვენები.
პროგრესირების შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ტროფიკული დარღვევები - თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლულები ან ეგზემა. ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ - ფლებოლოგს.
მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით. ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით. უნდა აღინიშნოს, რომ კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის.
თერაპიული სამსახური მართავს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის, კუჭ ნაწლავის და კუჭ უკანა ჯირკვლის, ფილტვის, გულ სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებებს
თერაპიულ სამსახურს დიაგნოზის დასმაში ეხმარება დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელშიც შედის: ლაბორატორია, ექოსკოპია, რენტგენი, ენდოსკოპია, გასტროსკოპია
კლინიკაში თითოეული პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობის გეგმის შემუშავება ხდება სხვა და სხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.
კარდიოლოგიური დაავადებებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ასევე დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მისი სწორი მართვა. კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"-ს კარდიოლოგიური სამსახური აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით, კვალიფიციური სპეციალისტებით.
კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის ინექციური პროცედურები:
პლაზმოლიფტინგი
კანის გაახალგაზრდავების ეს უნიკალური მეთოდი ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას და ...
მეზოთერაპია
მეზოთერაპიის მეშვეობით ებრძვიან ნაადრევი დაბერების ნიშნებს, ნაოჭებს, კანის პიგმენტაციას, მოშვებულ კანს, ახდენენ ტანის პროპორციების კორექციას, მკურნალობენ ცელულიტს, თმის ცვენას, აკნეს და ა.შ.
ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიაზაცია ეს არის ჰიალურონის მჟავის ინიექციური მეთოდით კანქვეშ შეყვანა. პროცედურა ატენიანებს კანს, აგრეთვე ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ამიტომაც კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს და ასევე აქვს ლიფტინგის ეფექტი.
ფილერი
ფილერი გულისხმობს სპეციალური შემავსებელი გელის, ფილერის (filler- შემავსებელი) შეყვანას კანქვეშ. ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად ( მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) ტუჩების, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩის, შუბლის არეში; როგორც შემავსებელი-მოცულობითი ეფექტის მისაღებად.
ბოტულინოთერაპია (დისპორტი, ბოტოქსი, ქსეომინი)
ბოტოქსის ინიექციები არის უმტკივნეულო, სწრაფი და ეფექტური საშუალება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად, როგორიც არის: შუბლის, წარბებს შორის და თვალების ირგვლივ (“ბატის თათები”).
ლოკალურიჰიპერჰიდროზი
(ჭარბი ოფლიანობა) საკმაოდაა გავრცელებული და დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში, ბოტოქსის (დისპორტის) კანქვეშა ინექციები უბრალო, სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.
კოაგულაციის პროცედურები
(პაპილომების და მეჭეჭების მოშორება); სკლეროთერაპია - კაპილარების მოშორება; სახის
მრავალფუნქციური აპარატული წმენდა.
პროცედურების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ასაკიდან და კანის ტიპიდან გამომდინარე.
ყელ-ყურ-ცხვირის სრულ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას, ფიზიოთერაპიას (ლაზერი) და სმენის გამოკვლევას (აუდიომეტრია), ნებისმიერი ასაკის პაციენტებში.
ტონზილექტომია (გლანდების ამოკვეთა) ბლაგვი და თერმოკოაგულაციური მეთოდით, როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიით;
ადენოტომია (ადენოიდების ამოკვეთა) ბავშვთა ასაკში;
ოპერაციები ცხვირის ძგიდეზე, ცხვირის ნიჟარაზე: სეპტოპლასტიკა, ტურბინოპლასტიკა (ნიჟარების პლასტიკა);
რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა) - ღია და დახურული მეთოდით.
რინოპლასტიკა
რინოპლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას.
ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს, როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა.
ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული, ან ნიჟარებია გადიდებული, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ეს უქმნის პაციენტს დისკომფორტს და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც და ნიჟარების დაპარატავება.
სამივე აღნიშნული ოპერაცია ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს.
რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას გათვალისწინებულია შემდგ ძირითად პრინციპებზე:
რინოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით,
პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც.
სისხლდენას, როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ადგილი არ აქვს;
ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები ქუთუთოებსა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაიწოვება დაახლოებით 7-10 დღეში.
10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
რინოპლასტიკის შემთხვევაში, ასაკის ქვედა ზღვარი არის 16 წელი.
ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით მამისაშვილი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული თარიღი და დრო შესაძლებელია იყოს დაკავებული, რაზეც ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას