„ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა. კლინიკა პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
ლაბორატორიული კვლევებით და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკით (კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია, ექოსკოპია, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) შემჭიდროვებულ ვადებში ხდება პაციენტის ზუსტი დიაგნოსტირება. დიაგნოზის დასმის შემდეგ ხორციელდება პაციენტის როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება მცირეინვაზიური (ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია) და ტრადიციული (ღია წესით და ვაგინალური) მიდგომით.
„ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება ყველა ძირითადი ინსტრუმენტული კვლევა. კლინიკის კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რომელიც საშუალებას იძლევა:
სწრაფად ჩატარდეს ზუსტი დიაგნოზის დასმისთვის საჭირო კვლევები;
გამოვლინდეს დარღვევები და პათოლოგიები;
განხორციელდეს მკურნალობის მონიტორინგი;
თავიდან ავიცილოთ დაავადებების შემდგომი განვითარება.
ჩვენს კლინიკაში პაციენტს უტარდება შემდეგი ინსტრუმენტული კვლევები:
კომპიუტერული ტომოგრაფია
რენტგენოგრაფია
ულტრაბგერითი კვლევა
ენდოკოპიური კვლევები
ფუნქციონალური დიაგნოსტიკა
"კომპიუტერული ტომოგრაფიის"
ეფუძნება ორგანოების შრეობრივი რენტგენის გამოსახულების მიღებას კომპიუტერის მეშვეობით. რენტგენის სხივი მოძრაობს პაციენტის სხეულის სიგრძივი ღერძის გასწვრივ, რაც განივი „ჭრილების“ მიღების საშუალებას იძლევა. კომპიუტერული ტომოგრაფიის არსს წარმოადგენს გამოსაკვლევი ობიექტის შინაგანი აგებულების მათემატიკური მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება მისი სხვადასხვა სიბრტყის გამოსახულებებიდან მიღებული ინფორმაცია. კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ამბოლატორიულ სამსახურში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია BrightSpeed* Elite კომპიუტერული ტომოგრაფით.
დიაგნოსტიკური კვლევები:
თავის ტვინის მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
თავის ტვინის მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
თავის ტვინის პარანაზალური წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია
სახის კომპიუტერული ტომოგრაფია
ორბიტების კომპიუტერული ტომოგრაფია
წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია
კისრის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით
მენჯის და ბარძაყის კომპიუტერული ტომოგრაფია; წელის მალების დამატებითი კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
გულმკერდის ღრუს კ.ტ. ანგიოგრაფია
მუცლის ღრუს მიმოხილვითი კომპიუტერული ტომოგრაფია
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ი/ვ კონტრასტით
მუცლის ღრუს კ.ტ. ანგიოგრაფია
რენტგენოგრაფია
"ჯანმრთელობის სახლში" ფუნქციონირებს უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატი – Winscope Plessart, Toshiba (Japan): ▫ მაღალი ფუნქციური შესაძლებლობები; ▫ საუკეთესო ვიზუალიზაცია; ▫ გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა; ▫ პაციენტის სწრაფი და მოსახერხებელი პოზიცირება; ▫დიდი მოცულობის მონაცემების ეფექტური კონტროლი.
ტერფის და ფეხის თითების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
ტერფის და ფეხის თითების ორმხრივი (ბილატერალური) რენტგენოლოგიური გამოკვლევა
რენტგენოლოგიური ფისტულოგრაფია
ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა
ენდოსკოპია შინაგანი ორგანოების კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება ოპტიკური და განათების სისტემები - ენდოსკოპები.
ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნებით ქირურგიაში, გასტროენტეროლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში და მედიცინის სხვა დარგებში.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ტარდება შემდეგი ტიპის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური კვლევები:
ფიბროგასტროსკოპია
კოლონოსკოპია
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ენდოსკოპიური კვლევები (დიაგნოსტიკური, ოპერაციული) ტარდება პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობებით - მედიკამენტოზური დაძინებით სპეციალური პრეპარატების გამოყენებით. თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც შექმნილია ძილის პირობებში დიაგნოსტიკისთვის, არ განეკუთვნებიან ნარკოტიკულ ანალგეტიკებს. ენდოსკოპიური პროცედურა ძილში ექიმ-ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის კონტროლით ტარდება.
პაციენტს პროცედურის დროს სძინავს, არ განიცდის არანაირ უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო პროცედურის შემდეგ გაღვიძებული არ გრძნობს დისკომფორტს.
თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია ლაბორატორიული კვლევების გარეშე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ დაახლოებით 70%-მდე ინფორმაციას გვაწვდის. ლაბორატორიული ანალიზის ხარისხი ზუსტი დიაგნოზის დასმის და დროულად მკურნალობის დაწყების წინაპირობაა.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ზუსტი ლაბორატორიული კვლევები. ყველა ანალიზი ტარდება ავტომატურ ანალიზატორებზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
ანალიზების პასუხები შესაძლებელია მიიღოთ ელექტრონული ფოსტით, აიღოთ რეგისტრატურაში ან თქვენს მკურნალ ექიმთან.
ენდოსკოპიური ქირურგია წარმოადგენს დაავადებების ოპერაციული მკურნალობის მეთოდს, როდესაც რადიკალური ჩარევები ხორციელდება საფარველის ფართე გაჭრის გარეშე, კანში წერტილოვანი განაკვეთების ან ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხვრელების გზით.
ენდოქირურგიის უპირატესობა ტრადიციულ ქირურგიასთან შესაძლებელია ფორმულირებული იყოს შემდეგნაირად:
– ოპერაციის ტრავმატულობის შემცირება;
– დაზიანებული ქსოვილების მოცულობა, სისხლის დანაკარგი და ტკივილები ოპერციის შემდგომ არსებითად მცირეა;
მამოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები.
მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება.
მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული თარიღი და დრო შესაძლებელია იყოს დაკავებული, რაზეც ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას