репродуктология

კლინიკა ჯანმრთელობის სახლში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ:

✔️ პროფილაქტიკური გასინჯვა/კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

✔️ უნაყოფობის და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში - ალტერნატიული მეთვალყურეობა, დიაგნოსტიკა და მართვა.

პრევენცია, მკურნალობა, რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი პათოლოგიების დროს:

უნაყოფობის ყველა ფორმა - ენდოკრინული, ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში - პარტნიორის სიტუაციური მართვა;
რეპროდუქციული დანაკარგები - ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა;
სქესობრივი განვითარების დარღვევები, ქრომოსომული ანომალიები და მათთან ასოცირებული რეპროდუქციული პრობლემები;
შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
მენსტრუაციული ციკლის ყველა სახის დარღვევა;
სისხლდენა საშვილოსნოდან;
ჰიპერანდროგენული მდგომარეობები:
გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები - ჰიპოთალამური სინდრომი, მეტაბოლური დარღვევებით, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი და სხვ.
ჰიპოესტროგენული მდგომარეობები;
საშვილოსნოს ფიბროიდები;
საკვერცხების სხვადასხვა გენეზის ცისტა;
გენიტალური ენდომეტრიოზი;
პრემენსტრუაციული სინდრომი;
სექსუალური დარღვევები;
პრე-პერიმენოპაუზის მართვა:
ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული
ოსტეოპოროზის მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა.

დიაგნოსტირების მიზნით ვიყენებთ შემდეგ მანიპულაციებს:

➡️ კოლპოსკოპიას;
➡️ საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დამიზნებითი ბიოფსიას;
➡️ საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის ასპირაციულ ბიოფსიას;
➡️ ჰისტეროსკოპიას ენდომეტრიუმის შესაფასებლად.

კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება:

➡️ ელექტროკოაგულაცია;
➡️ კრიოდესტრუქცია;
➡️ საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა;
➡️ პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება, ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით;

ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე კომფორტულიც (შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით).


репродуктология         Врачи