ყელ-ყურ-ცხვირის სრულ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას, ფიზიოთერაპიას (ლაზერი) და სმენის გამოკვლევას (აუდიომეტრია), ნებისმიერი ასაკის პაციენტებში.
ტონზილექტომია (გლანდების ამოკვეთა) ბლაგვი და თერმოკოაგულაციური მეთოდით, როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიით;
ადენოტომია (ადენოიდების ამოკვეთა) ბავშვთა ასაკში;
ოპერაციები ცხვირის ძგიდეზე, ცხვირის ნიჟარაზე: სეპტოპლასტიკა, ტურბინოპლასტიკა (ნიჟარების პლასტიკა);
რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა) - ღია და დახურული მეთოდით.
რინოპლასტიკა
რინოპლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას.
ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს, როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა.
ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული, ან ნიჟარებია გადიდებული, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ეს უქმნის პაციენტს დისკომფორტს და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც და ნიჟარების დაპარატავება.
სამივე აღნიშნული ოპერაცია ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს.
რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას გათვალისწინებულია შემდგ ძირითად პრინციპებზე:
რინოპლასტიკის შემთხვევაში, ასაკის ქვედა ზღვარი არის 16 წელი.
ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით მამისაშვილი