მამოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები.
მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება.
მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს.