ბარიატრია და მეტაბოლური ქირურგია

ჭარბი წონა - ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორია: – შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან დაწყებული, დეპრესიითა და კიბოთი დამთავრებული.   

ჯანმრთელობის სახლის „ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური“დაგეხმარებათ:

  1. შემუშავდეს თქვენი მკურნალობისთვის საჭირო გეგმა,
  2. ზუსტად შეირჩეს ოპერაციის ის ტიპი, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ ჭარბი წონა და მისგან გამოწვეული დაავადებები) დაისახოს რეალისტური და მიღწევადი მიზნები წონის დასაკლებად;
  3. შეგასწავლოთ ის ჩვევები, რომლებიც აუცილებელია სამკურნალო ეფექტის და შორეული შედეგების მისაღწევად. თქვენს

ჯანმრთელობაზე ზრუნავს ექიმთა გუნდი, რომლის ექიმები IFSO–ს (ჭარბიწონის ქირურგიის და მეტაბოლური დარღვევების საერთაშორისო ასოციაცია) წევრები არიან. ყველა პაციენტი გადის სისტემატურ პოსტოპერაციულ კონტროლს, ოპერაციიდან 1 თვეში, 3 თვესა და 1 წელიწადში. შემდეგკი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ბარიატრიული (ჭარბი წონის) და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური აკეთებს შემდეგი სახის ოპერაციებს:

  1. კუჭის ლაპარასკოპიული ბანდაჟირება (რესტრიქციული)
  2. ლაპარასკოპიული გრძივი ანუ სლივ (Sleev) გასტრექტომია (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით)
  3. მინიგასტროშუნტირება (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით)
  4. გასტროშუნტირება მოკლე მუხლზე (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით)
  5. გასტროშუნტირება გრძელ მუხლზე (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით)
  6. ბილიოპანკრეატული შუნტირება (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით)
  7. SADI-S - შუნტირება თორმეტგოჯას და თეძოს ნაწლავს შორის ერთი ანასტომოზით + სლივგასტრექტომია

ჭარბი წონისგან გათავისუფლება და მიღებული შედეგის შენარჩუნება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

2015 წლიდან კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ქირურგიულ დეპარტამენტში ფუნქციონირებს „ბარიატრიული (ჭარბიწონის) და მეტაბოლური ქირურგიის სამსახური“. მისი ხელმძღვანელია მ.მ.დ. ნიკოლოზ გვახარია, რომელმაც 2007 წლიდან დაიწყო საქართველოში ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობა ლაპარასკოპიული მეთოდით.

კლინიკის ექიმების გუნდს გააჩნია სპეციალური ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ჩაატაროს ბარიატრული ქირურგიის თანამედროვე არსენალის 7 ძირითადი (40-მდემოდიფიკაციით) ქირურგიული ჩარევა. აგრეთვე ჩაუტაროს ენდოსკოპიური პროცედურები და განმეორებითი ქირურგიული ოპერაციები იმპაციენტებს, რომელთაც ხელახლა ესაჭიროებათ ჭარბიწონის კლების ოპერაცია (რებარიატრია).

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“, 2017 წლის 31 იანვარს, საქართველოში პირველად ჩატარდა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაცია SADI-S. კლინიკი სბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგები ეხმარებიან მათ, ვისაცა წუხებს ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტიტიპი ტიპი II. ქირურგიული ჩარევის შედეგად, პაციენტი აკონტროლებს თავის წონას და იღებს დიაბეტი ტიპი II-ის სტაბილური რემისიას.


ბარიატრია და მეტაბოლური ქირურგია         ექიმები
ნიკოლოზ გვახარია
ნიკოლოზ გვახარია
ნიკოლოზ გვახარია
ვახტანგ ედიშერაშვილი
ვახტანგ ედიშერაშვილი
ვახტანგ ედიშერაშვილი
გიორგი კოსმანი
გიორგი კოსმანი
გიორგი კოსმანი