ხშირად დასმული კითხვები

 

- ჩართული ხართ თუ არა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა?

დიახ, კლინიკა  ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. პაციენტს საშუალება აქვთ მიიღოს გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ჩაიტაროს ის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

- მოქმედებს თუ არა რომელიმე კერძო კომპანიის დაზღვევა?

სამედიცინო დაწესებულებას ამ ეტაპზე აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ყველა ძირითად  კერძო სადაზღვევო კომპანიასთან. თუ ხელშეკრულება არ არის,  პაციენტები თავად ახდენენ ანგარიშსწორებას კლინიკასთან, რის შემდეგაც ექიმის მიერ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს ბენეფიციარს (დაზღვეულს) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ღირებულებას იმ ოდენობით, როგორც განსაზღვრულია კონკრეტული დაზღვეული პირის სადაზღვევო პოლისში.

- როგორ ხდება ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა?

ექიმთან კონსულტაციის დასაგეგმად უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

კლინიკა და კლინიკის ამბულატორიული სამსახური: (995 32) 225 90 50; 225 90 70

სამშობიარო: ( 995 32 ) 2 77 19 06; 2 77 19 07

 

- რომელ საათებშია სტაციონარში მყოფი პაციენტის ნახვის შესაძლებლობა?

სტაციონარი (მეორე კორპუსი)

ორშაბათი - შაბათი: 18:00-დან 20:00-მდე

კვირა: 12:00-დან 20:00-მდე.

შენიშვნა: დღის განმავლობაში პაციენტთან დაიშვება მხოლოდ ორი ადამიანი (ცალ-ცალკე).

სამშობიარო (პირველი კორპუსი)

ორშაბათი - შაბათი: 18:00-დან 20:00-მდე

კვირა: 12:00-დან 20:00-მდე                                                               

შენიშვნა: დღის განმავლობაში პაციენტთან დაიშვება მხოლოდ ორი ადამიანი (ცალ-ცალკე).

 

- რა ვიქონიოთ თან მშობიარობის დროს?

ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობიარეს და ახალშობილს ყველა საჭირო ჰიგიენისა თუ პირადი მოხმარების ნივთით კლინიკაში ყოფნის დროს.

თუმც, შეგიძლიათ იქონიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები.

 

- შეიძლება თუ არა მშობიარობის დროს მეუღლის ან სხვა ახლობლის დასწრება?

არა, ჩვენს სამშობიაროში არ ხდება მშობიარობის დროს ვინმეს დასწრება.

 

- საჭიროა თუ არა ექიმის წინასწარ აყვანა?

არა, ექიმის წინასწარ აყვანა საჭირო არ არის.

 

- როდის მუშაობს კლინიკა?

სტაციონარის მუშაობის საათები:

24 საათი კვირაში 7 დღე.

სამშობიაროს მუშაობის საათები (პირველი კორპუსი)

24 საათი კვირაში 7 დღე.

ამბულატორიული მომსახურება:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 16:00-მდე

შაბათი: 10:00-დან 14:00-მდე

    ექიმები

ამირან ქორიძე
ამირან ქორიძე
გინეკოლოგია
ლიანა ქორიძე
ლიანა ქორიძე
გინეკოლოგია
ამირან გურგენიძე
ამირან გურგენიძე
რადიოლოგია
დავით ვასაძე
დავით ვასაძე
გინეკოლოგია