ჩვენს შესახებ

„ჯანმრთელობის სახლი“ დღეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა, როგორც ერთ-ერთ პირველი კერძო სამშობიარო. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მედიცინის დოქტორი, პროფესორი ამირან ქორიძე.

2015 წლიდან ჯანმრთელობის სახლს დაემატა სტაციონარული განყოფილება და კლინიკა მრავალპროფილური გახდა.

ჩვენი სამედიცინო პერსონალის უმაღლესი პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მკურნალობაში საშუალებას იძლევა პაციენტს გაეწიოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მკურნალობა.

ჩვენი კლინიკის ძირითადი საზრუნავი პაციენტის ჯანმრთელობაა. ჩვენი უმთავრესი მიზანი - უზრუნველვყოთ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.

ზრუნვა თოთოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე - 

ეს გახლავთ ჩვენი კლინიკის უმთავრესი მისია .

უმაღლესი სამედიცინო კომპეტენცია, თანამედროვე ტექნოლოგიები ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელი ორი მოცემულობაა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს. ეს საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები, გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდიკა. ჩვენი პრიორიტეტია კმაყოფილი პაციენტი და მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი, კლინიკის სამედიცინო მომსახურების პოლიტიკა უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგს.

ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობა უპირველესია. ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ თითოეული მათგანის ინდივიდუალური საჭიროება, შევუქმნათ სრულყოფილი პირობები სტაციონარში ყოფნის დროს.

კლინიკის ყველა სამსახური შეთანხმებულად მუშაობს მკურნალობის სასურველი შედეგის მისაღებად.

„ჯანმრთელობის სახლის“ სამშობიაროს სტაციონარული განყოფილებები – სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლოგია, ქირურგიული –განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს შევუქმნათ პაციენტებს სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური კლიმატი: ერთსაწოლიანი პალატები, ინდივიდუალური სანიტარული კვანძებითა და კომუნიკაციის ყველა საშულებით, სრული უზრუნველყოფა მედიკამენტებით, პირადი მოხმარების საგნებით, სამჯერადი კვებით, უმაღლესი დონის კომფორტს ქმნის. სამშობიარო ბლოკი, ახალშობილთა პალატა, საოპერაციო ბლოკები, ინტენსიური თერაპიის პალატა, აღჭურვილია უცხოური წარმოების თანამედროვე აპარატურით. წარმატებით ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორც ტრადიციული, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით: საშოსა და მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ შემდგეი პროფილის ექიმები:

  • ალერგოლოგი
  • გინეკოლოგი
  • პედიატრი
  • გინეკოლოგი
  • რეპროდუქტოლოგი
  • ნევროლოგი
  • მამოლოგი
  • კარდიოლოგი
  • უროლოგი
  • ოჯახის ექიმი
  • გასტრო ენტეროლოგი
  • ონკოგინეკოლოგი
  • ონკოქირურგი
  • ქიმიოთერაპევტი
  • ენდოკრინოლოგი
  • დერმატოლოგი
  • ქირურგი
  • ფლებოლოგი
  • ტრავმატოლოგ-ორთოპედი
  • ციტოლოგი

 

    ექიმები

ამირან ქორიძე
ამირან ქორიძე
გინეკოლოგია
შალვა ქორიძე
შალვა ქორიძე
გინეკოლოგია
კახაბერ ბარამიძე
კახაბერ ბარამიძე
მამოლოგია
სიმონ დარახველიძე
სიმონ დარახველიძე
ტრავმატოლოგია ორთოპედია