პროფილაქტიკური გასინჯვა/კონსულტირება და ინფორმირბა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. უნაყოფობის და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში - ანტენატალური მეთვალყურეობა დიაგნოსტიკა და მართვა  - პრევენცია, მკურნალობა, რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი პათოლოგიების დროს:

  1. უნაყოფობის ყველა ფორმა(ენდოკრინული,ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში პარტნიორის სიტუაციური მართვა)
  2. რეპროდუქციული დანაკარგები-ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა!
  3. სქესობრივი განთარების დარღვევები,ქრომოსომული ანომალიები და მათთან ასოცირებული რეპროდუქციული პრობლემები
  4. შარდსასქესო ორგანოების ინფექციები (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები),მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები
  5. მენსტრუაციული ციკლის ყველა სახის დარღვევა (გაიშვიათებული ან ხშირი მენსტრუაცია, პირველადი

რაოდენობის (ჰიპერმენორეა) მენსტრუავიული სისხლდანაკარგი.მტკივნეული მენსტრუაცია.

  1. სისხლდენა საშვილოსნოდან (მენსტრუაციასთან დაკავშირებული (მენორაგია) აციკლური (მეტრორაგია)
  2. ჰიპერანდროგენული მდგომარეობები. ანდროგენიზაცია და ასოცირებული ესთეთიკური პრობლემები (საკვერცხეების პოლიკისტოზი სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი და სხვ) პათოლოგიური თმიანობა სახეზე და სხეულზე, აკნე (ჰორმონული გამონაყარი) კანის ცხიმიანობის მატება (სებორეული დერმატიტი), სიმსუქნე, კანის პიგმენტური ცვლილებები და სხვ
  3. გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები-ჰიპოთალამური სინდრომი, მეტაბოლური დარღვევებით, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ადრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი და სხვ.

ჰიპოესტროგენული მდგომარეობები; საშვილოსნოს ფიბროიდები; საკვერცხების სხვადასხვა გენეზის ცისტა; გენიტალური ენდომეტრიოზი; პრემენსტრუაციული  სინდრომი; სექსუალური დარღვევები; პრე-პერიმენოპაუზის მართვა; ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა!   ჩვენს კლინიკაში ტარდება: საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა. დიაგნოსტირების მიზნით ვიყენებთ შემდეგ მანიპულაციებს: კოლპოსკოპიას, საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დამიზნებითი ბიოფსიას, საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსიას, ჰისტეროსკოპიას ენდომეტრიუმის შესაფასებლად. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება: ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა. აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ტარდება ამბულატორიული პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, შესაბამისად პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე კომფორტულიც, ამავდროულად შესაძლებელია სტაციონარულადაც, რიგ შემთხვევებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ზოგადი ანესთეზიით.