Ринопластика

რინოპლასტიკა  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას.

ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს, როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა.

ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული, ან ნიჟარებია გადიდებული, რაც  იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ეს უქმნის პაციენტს დისკომფორტს  და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც და ნიჟარების დაპარატავება.

სამივე აღნიშნული ოპერაცია  ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს.

რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას გათვალისწინებულია  შემდგ ძირითად პრინციპებზე:

  • რინოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით,
  • პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც.
  • სისხლდენას, როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ადგილი არ აქვს;
  • ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები ქუთუთოებსა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაიწოვება დაახლოებით 7-10 დღეში.
  • 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.

რინოპლასტიკის შემთხვევაში, ასაკის  ქვედა ზღვარი არის 16 წელი.

ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით მამისაშვილი