რენტგენოგრაფია

რენტგენოგრაფი ორგანოების და ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდია.  კვლევა რენტგენოგრაფიაში ეფუძნება რენტგენის სხივების განსაკუთრებულ თვისებას შეაღწიოს მკვრივ გაუმჭვირვალე გარემოში და ქსოვილების ქიმიური შემადგენლობის და ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინტენსივობით შთაინთქას.

ორგანიზმის ბევრი ორგანო და ქსოვილი ერთმანეთისგან განსხვავდება სიმკვრივით და ქიმიური შემადგენლობით. შესაბამისად, ისინი განსხვავებულად შთანთქავენ რენტგენის სხივებს, რაც განაპირობებს მიღებული გამოსახულების ბუნებრივ კონტრასტს. ეს კი საშუალებას იძლევა ფილტვების, ხერხემლის, გულმკერდის, თირკმლებისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს რენტგენოგრაფია სპეციალური მომზადების გარეშე ჩატარდეს.

"ჯანმრთელობის სახლში" ფუნქციონირებს უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატი – Winscope Plessart, Toshiba (Japan): ▫ მაღალი ფუნქციური შესაძლებლობები; ▫ საუკეთესო ვიზუალიზაცია; ▫ გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა; ▫ პაციენტის სწრაფი და მოსახერხებელი პოზიცირება; ▫დიდი მოცულობის მონაცემების ეფექტური კონტროლი.

 

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ გთავაზობთ შემდეგ რენტგენოლოგიურ კვლევებს:

 

  • კუდუსუნის რენტგენოგრაფია
  • ქუსლის ძვლების რენტგენოგრაფია
  • ბარძაყის ძვლის რენტგენოგრაფია - 2 პროექცია
  • იდაყვის ორმხრივი რენტგენოლოგიური გამოკვლევა - 2 პროექცია
  • კოჭ-წვივის სახსრის რენტგენოგრაფია - 2 პროექცია
  • მაჯის ბილატერალური რენტგენოლოგიური გამოკვლევა - 2 პროექცია
  • მტევნის ძვლების რენტგენოგრაფია - 2 პროექცია
  • მუხლის რენტგენოგაფიული გამოკვლევა - 2 პროექცია
  • მხრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა - 2 პროექცია
  • ნეკნების რენტგენოგრაფია
  • პარანაზალური სინუსების/ წიაღების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • წვივის წვლების რენტგენოგრაფია - 2 პროექცია
  • ქვედა ყბის რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  •  
  • ტერფის და ფეხის თითების ორმხრივი (ბილატერალური) რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • თავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, თავსი ქალა  - 2 პროექცია
  • ხერხემლის კისრის არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა  - 2 პროექცია
  • მენჯ-ბარძაყის სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • ხერხემლის გულმკერდის არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • ხერხემლის წელის არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტის გარეშე
  • გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა - 1 პროექცია
  • საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით
  • რენტგენოლოგიური ფისტულოგრაფია
  • კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის რენტგენოგრაფია
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული რენტგენოსკოპია
  • ირიგოსკოპია (მსხვ. ნაწლავის განვლადობის რენტ. გამოკვლევა)
  • ექსკრეტორული უროგრაფია

* პაციენტს კვლევის შემდეგ ეძლევა როგორც რენტგენის ფირზე დაბეჭდილი სურათი, ისე დისკზე ჩაწერილი (სურვილის შემთხვევაში).